საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგეთში

მაკრონი – 28.1%, ლე პენი – 23.3% – საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლი ცნობილია

Reuters

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, ემანუელ მაკრონი 28.1%-ით ლიდერობს, მას მოსდევს მერინ ლეპენი - 23.3%-ით. ეგზიტპოლის მონაცემებით, მეორე ტურში გამარჯვებისთვის ეს ორი კანდიდატი იბრძოლებს. 

ემანუელ მაკრონი საფრანგეთის პრეზიდენტი 2017 წლიდან არის. მისი თქმით, მისი ყველაზე დიდი მიღწევა უმუშევრობის და გადასახადების შემცირებაა, ასევე, ეროვნული უსაფრთხოებისთვის ხარჯების ზრდა. ლე პენი ულტრამემარჯვენე კანდიდატად მიიჩნევა, რომელიც ანტიმიგრაციული გზავნილებით გამოირჩევა. იგი საპრეზიდენტო არჩევნებში მესამედ მონაწილეობს. 

რაც შეეხება დანარჩენმა კანდიდატებს, ჟან-ლუკ მელონშონმა - 20.1%, ერიკ ზემურმა- 7.2%, ვალერი პეკრესმა - 5% და იანიკ ჟადომ - 4.4% მიიღო. 

საფრანგეთში საარჩევნო უბნები დღეს დილით, 8 საათიდან გაიხსნა.

საფრანგეთში პრეზიდენტს პირდაპირი კენჭისყრით ირჩევენ. თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოიპოვებს ხმათა 50%-ზე მეტს, მაშინ არჩევნების მეორე ტური ინიშნება, რომელშიც სიის სათავეში მყოფი პირველი ორი კანდიდატი მონაწილეობს. საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 24 აპრილსაა ჩანიშნული.

კომენტარები