"ბრძოლა დონბასისთვის", მეორე სეზონი. უკრაინაში მიმდინარე ომი ბევრისთვის იქცა მორიგ სატელევიზიო შოუდ Netflix-ზე. მთავარი და მეორეხარისხოვანი გმირებით, სხვადასხვა სიუჟეტით და დამაინტრიგებელი დასასრულით ახალ ეპიზოდამდე. ბეჭდების მბრძანებელი? სამეფო კარის თამაშები? შავი სარკე? მაგრამ აქ არის ერთი ნიუანსი – ჩვენ არ გვყავს მსახიობები, ადამიანები რეალურად იღუპებიან და სცენარისტები არ გვაძლევენ ბედნიერი დასასრულის გარანტიას. ყოველი ახალი ეპიზოდი უკრაინის არმიის სისხლით არის დაწერილი. ტელეეკრანისგან განსხვავებით, აქ ბოროტების შესაჩერებლად დახმარება შეგიძლიათ. სთხოვეთ თქვენს მთავრობას იარაღი უკრაინისთვის და ემბარგო რუსული ნავთობისთვის. ევროკავშირმა იცის გამარჯვების რეცეპტი.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
პოდოლიაკი: უკრაინაში მიმდინარე ომი ბევრისთვის Netflix-ის მორიგ სატელევიზიო შოუდ იქცა
tbl.ge/5yuq
დაკოპირდა

წერს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ზე.
ამავე თემაზე
- რუსეთის წინააღმდეგ EU-ს ახალი სანქციები საქართველოში მოქმედ კრიპტოპლატფორმებსაც შეეხო
- ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმდა
- მედია: ზელენსკი აშშ-ში ლინდსი გრემის დაკრძალვაზე ჩასვლასა და ტრამპთან შეხვედრას განიხილავს
- ზელენსკი ტრამპის წარმომადგენლებს, უიტკოფსა და კუშნერს ესაუბრა
- ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება - სირსკი




