რუსული ოკუპაცია

რუსი ოკუპანტების მიერ 4 თვის წინ გატაცებული ვლადიმერ კანიაშვილი თავისუფალია

ვლადიმერ კანიაშვილი, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზიდან 4 თვის წინ გაიტაცეს, თავისუფალია. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

"ვლადიმერ კანიაშვილის უკანონო დაკავების და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს იყენებს უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების გასათავისუფლებლად.

ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება" - აცხადებს სუს-ი.

ვლადიმერ კანიაშვილი რუსმა ოკუპანტებმა ოკუპირებული სოფელი წინაგარას მიმდებარედ 2021 წლის 9 დეკემბერს გაიტაცეს და უკანონოდ დააკავეს.

კომენტარები