წყნეთი

წყნეთში კაცის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე უფროსი დეტექტივი დააკავეს

წყნეთში 30 წლის კაცის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს უფროსი დეტექტივი დააკავეს. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 18 აპრილს, წყნეთში, გუდიაშვილის ქუჩის მიმდებარედ, უფროს დეტექტივს ნარკოტიკული საშუალების შესაძლო უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტთან დაკავშირებით შემთხვევის ადგილზე გამოცხადებისას, დაკავების ღონისძიების განხორციელების დროს, შემთხვევით გაუვარდა სამსახურებრივი იარაღიდან, რის შედეგადაც ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით აგრძელებს.

კომენტარები