ეს ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო და გახლდათ იმ მხარდაჭერის ნაწილი, რომელსაც ომის დაწყების პირველივე დღიდან საქართველოს ხელისუფლება გამოხატავს უკრაინასთან მიმართებაში. ვფიქრობ, სწორი იყო პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილება ოპოზიციისთვის შეეთავაზებინა მონაწილეობა. ამით გამოჩნდა არა მხოლოდ საქართველოს დელეგაცია, როგორც ერთი მთლიანი, არამედ გამოჩნდა ის პოლიტიკური ჯგუფიც, რომელიც სინამდვილეში არადემოკრატიული თამაშის წესებით თამაშობს, გახლავთ ანტისისტემური და ებრძვის საკუთარ სახელმწიფოს. ვიტყოდი, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ სრულად შეასრულა ჩვენი საზოგადოების დავალება, ჩვენ გადავეცით ძლიერი მხარდაჭერა უკრაინელ კოლეგებს, გამოვხატეთ სამძიმარი და ეს ვიზიტი ნამდვილად პოზიტიურ გავლენას მოახდენს ჩვენი ქვეყნების შემდგომ ურთიერთობაზე.
tbl.ge/5ysg
დაკოპირდა

თქვა TV იმედის ეთერში პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ უკრაინაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტზე, რომელის ერთ-ერთი წევრიც ოცნებიდან თავად იყო.
ამავე თემაზე
- მთავრობას ჩვენ ხარჯზე ტერიტორიების დაბრუნება უნდა, თან სააკაშვილს დასცინის – დანილოვი
- ზარქუა ზელენსკიზე: ადამიანები ეღუპება და ამ დროს იცლის, რომ სააკაშვილის სურათებით იაროს
- ზარქუა კასიანოვზე: საფუძველია, რომ საქართველოდან პირადად ამ ადამიანის ევაკუაცია მოხდეს
- ანდრეი კასიანოვი საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს
- კასიანოვი ALT-INFO-ზე: მსგავსი დინამიკა ადასტურებს, საქართველო EU-სა და NATO-ს შორდება