ალბათ, ატყობთ, რომ კონტრაბანდასთან დაკავშირებით საკითხებზე აღარ მიდის საუბარი, ამიტომ, ეს საკითხი, რა თქმა უნდა, უკვე გადალახულია. ზოგადად, მანამდეც კომუნიკაციაში ჩვენ შევთანხმდით, რომ წინ გავიხედოთ, მომავალს შევხედოთ, აქედან გამომდინარე, სამომავლოდ ინფორმაცია ერთმანეთთან გადავამოწმოთ.
tbl.ge/5yql
დაკოპირდა

თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა იმედის ეთერში. პაპუაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად უკრაინაში იმყოფებოდა. 4 აპრილს უკრაინის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია საქართველოს გავლით რუსეთში კონტრაბანდის შეტანის შესახებ, რაც საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უარყვეს.
ამავე თემაზე
- Reuters: რუსეთმა დონ-აზოვის არხში საზღვაო ტრანსპორტი შეაჩერა
- ზელენსკის თქმით, უკრაინა მოკავშირეებისგან Patriot-ის დამატებით რაკეტებს მიიღებს
- რუსეთის საგარეო: უკრაინის მხარდაჭერა NATO-ს ქვეყნებს ომის თანამონაწილეებად აქცევს
- უკრაინამ რუსეთის სხვადასხვა რეგიონში ნავთობობიექტებზე იერიშები მიიტანა
- პესკოვი: აშშ განაგრძობს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, ვარდისფერ სათვალეებს არ ვატარებთ




