რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

თალაკვაძე: უკრაინის მხრიდან მოთხოვნა არ ყოფილა, რადგან ყველა ძირითადი სანქციის ნაწილი ვართ

არავითარი კატეგორიული მოთხოვნები თუ პირობების წაყენება ამასთან [სანქციებთან] დაკავშირებით არ ყოფილა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ყველა ძირითადი საერთაშორისო სანქციების ნაწილი გახლავთ საქართველოც.

რაც შეეხება ორმხრივ დამატებით შეზღუდვებს თუ სანქციებს, ამაზე ჩვენი არგუმენტები გავაცანით, რაც აბსოლუტურად გასაგები იყო რადის სპიკერისთვის და დარწმუნებული ვარ, სხვა კოლეგებისთვისაც, ვინც ესწრებოდა შეხვედრას. აქედან გამომდინარე, ვიტყოდი, რომ ეს ვიზიტი, გარდა იმისა, რაც იყო მისი უპირველესი დანიშნულება, რომ მხარდაჭერა გამოგვეხატა იქ, უკრაინაში, გვეთქვა სამძიმარი, დაეხმარება ჩვენს ურთიერთობებს. ჩვენ, ორივე მხარე გავუფრთხილდებით იმ კეთილგანწყობას, რომელიც უკრაინაში ვიზიტის დროს იყო.

თქვა პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. 16 აპრილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ უკრაინის რადის სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა დაწერა, რომ კოლეგასთან "აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციათა დაწესების აუცილებლობა" განიხილეს.

კომენტარები