რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ხერსონში რუსმა სამხედროებმა პურის საყიდლად მიმავალ ბავშვებს ცეცხლი გაუხსნეს, 1 დაიღუპა – UNIAN

REUTERS

ხერსონის ოლქის სოფელ გავრილოვკაში რუსმა სამხედროებმა მაღაზიაში პურის საყიდლად მიმავალ ბავშვებს ცეცხლი გაუხსნეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად ერთი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დაშავდა. ინფორმაციას გამოცემა UNIAN-ი ოლქის ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

თვითმხილველების თქმით, ბავშვებმა რუსი სამხედროების დანახვის შემდეგ გაქცევა სცადეს, ოკუპანტებმა კი მათ ცეცხლი გაუხსნეს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები