რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

იტალიამ და ბულგარეთმა რუსულ გემებს პორტებში შესვლა აუკრძალეს

WikimediaCommons

იტალიამ და ბულგარეთმა, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ მიღებული სანქციების გათვალისწინებით, რუსულ გემებს პორტებში შესვლა აუკრძალეს.

"რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ყველა გემს, ისევე, როგორც იმ გემებს, რომლებიც 24 თებერვლის შემდეგ რუსეთის ნაცვლად სხვა სახელმწიფოს დროშის ქვეშ დარეგისტრირდნენ, აეკრძალებათ ბულგარეთის საზღვაო და მდინარის პორტებში შესვლა". - აღნიშნა ბულგარეთის ხელისუფლებამ. 

თუმცა, გამონაკლისის სახით დაიშვება გასაჭირში მყოფი ან ევროკავშირში საწვავის, საკვებისა და მედიკამენტების, ასევე - ჰუმანიტარული დახმარების, გადამტანი გემები.

იტალიამ ბულგარეთის იდენტური შეზღუდვები დააწესა. სავარაუდოა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პორტები ბულგარეთსა და იტალიას რუსი გემების შესვლის აკრძალვაში შეუერთდებიან.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.  

კომენტარები