საქართველო რუსეთს არანაირად არ დაეხმარება. პარლამენტის თავმჯდომარემ ამას ხაზი გაუსვა მას შემდეგ, რაც ბუჩა და ირპენი საკუთარი თავლით ნახა. კიევის ოლქის დაზარალებული ქალაქების საშინელი ისტორია გულგრილს არავის ტოვებს. ყოველივე ამის შემდეგ აქ სარკის მსგავსად ხედავთ რუსული ჯარის ნამდვილ სახეს.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
სტეფანჩუკი: ბუჩისა და ირპენის ნახვისას პაპუაშვილმა თქვა, რომ რუსეთს არანაირად დაეხმარებიან
tbl.ge/5yp3
დაკოპირდა

წერს უკრაინის რადის თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი Facebook-ზე. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით უკრაინაში 15 აპრილს გაემგზავრა. 4 აპრილს უკრაინის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია საქართველოს გავლით რუსეთში კონტრაბანდის შეტანის შესახებ, რაც საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უარყვეს.
ამავე თემაზე
- SBU: უკრაინამ ენგელსის სამხედრო აეროდრომზე იერიშისას Tu-95 ტიპის ბომბდამშენი გაანადგურა
- კიევზე იერიშების გამო EU-მ რუსული დრონების წარმოებაში ჩართული კომპანიები დაასანქცირა
- Reuters: უკრაინის იერიშების შემდეგ რუსეთმა ინდოეთს დამატებითი ბენზინის მიწოდება სთხოვა
- CIA-ის დირექტორის თქმით, ომში რუსი სამხედროების სიცოცხლის ხანგრძლივობა 20-30 წუთია
- Axios: რუსეთის სანქცირების კანონპროექტს სენატში 60-ზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს




