რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჩინეთმა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიასთან ურთიერთობა შეწყვიტა

რუსეთის მეცნიერებათა აკადემია

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, ალექსანდრ სერგეევის ცნობით, ჩინელმა პარტნიორებმა მის დაწესებულებასთან, ერთობლივ პროექტებთან დაკავშირებით, კონტაქტი შეწყვიტეს. 

სერგეევის თქმით, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიას უჭირს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებასთან თანამშრომლობის დამყარება, პირველ რიგში, დასავლეთში მოსკოვთან ნებისმიერი სახის კონტაქტზე უარყოფითი დამოკიდებულების გამო. თუმცა მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო ჩინეთმაც, როგორც ეს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა თქვა. 

"თუ სამხრეთის ან აღმოსავლეთის მიმართულებებზე ვსაუბრობთ, სამწუხაროდ, შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ ჩვენმა ჩინელმა სამეცნიერო კოლეგებმა "პაუზის ღილაკს დააჭირეს". ბოლო თვის განმავლობაში ვერ შევძლებთ მათთან სიტუაციის სერიოზულ განხილვას, მიუხედავად იმისა, რომ გვქონდა მართლაც მშვენივრად ჩამოყალიბებული თანამშრომლობა, რეგულარული ურთიერთობით". – თქვა სერგეევმა.

კომენტარები