საქართველო-უკრაინა

სუს-მა ენმ-ს მიერ უკრაინაში "შესაძლო პროვოკაციის მოწყობის" ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო

სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ "შესაძლო პროვოკაციის მოწყობის" ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო. ინფორმაცია ტაბულას სუს-ში დაუდასტურეს. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ გამოძიება 325-ე მუხლის 1-ელი ნაწილით არის დაწყებული, რაც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმას გულისხმობს.  

სუს-ის ცნობითვე, ამის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა უკრაინულ მხარეს. გამოძიება 2 დღის წინ დაიწყო. 

დღეს, 15 აპრილს ქართული ოცნების წევრმა, გიორგი ვოლსკიმ თქვა, რომ ენმ-ს წევრები "პროვოკაციის დაგეგმვისთვის არიან მობილიზებული" და, მისივე სიტყვებით, სწორედ ამიტომ არ არიან საპარლამენტო დელეგაციაში, რომელიც უკრაინაში მიემგზავრება. 

"ასეთი ინფორმაცია არის, რომ სწორედაც გარკვეული პროვოკაციის დაგეგმვის მიზნით არიან [ენმ-ს წევრები] მობილიზებულები და სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რატომ არ არიან ისინი დელეგაციაში. უფრო მეტსაც გეტყვით, აღნიშნულთან დაკავშირებით საკმაოდ სარწმუნო წყაროდან მიიღო ინფორმაცია ჩვენმა სპეციალურმა სამსახურებმა და უკვე გაუზიარეს ეს უკრაინის სპეცსამსახურებს. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელები ამასთან დაკავშირებით მიიღებენ შესაბამის ზომებს და ამ ვიზიტს ხელი არ შეეშლება". - თქვა მან. 

კომენტარები