რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"კი" – ბაიდენი კითხვაზე, მზადაა თუ არა, უკრაინაში ჩავიდეს

The White House

"კი" - ასე პასუხობს აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ჟურნალისტის კითხვას, მზადაა თუ არა, რომ უკრაინაში ჩავიდეს. 

ბაიდენმა ჟურნალისტის კითხვას, თუ ვის გაგზავნიდა კიევში, უპასუხა - "თქვენ მზად ხართ, წახვიდეთ?". ჟურნალისტი დაინტერესდა, იყო თუ არა მზად აშშ-ს პრეზიდენტი, თავად წასულიყო უკრაინაში. 

ბაიდენის თქმით, გუნდთან მუშაობს საკითხზე, გაგზავნის თუ არა საკუთარი ადმინისტრაციის წარმომადგენელს უკრაინაში.  

"ჩვენ ჯერ კიდევ განხილვის პროცესში ვართ, ახლა ვწყვეტთ ამას". - ამბობენ თეთრ სახლში.  

26 მარტს ჯო ბაიდენი პოლონეთში, უკრაინის საზღვართან მდებარე ქალაქში ჩავიდა. ის უკრაინელ ლტოვილებსა და იქ მყოფ ამერიკელ სამხედროებს შეხვდა. პოლონეთში ყოფნის დროს ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს "ყასაბი" უწოდა.

კომენტარები