რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბაიდენმა უკრაინელ ლტოლვილებთან შეხვედრის შემდეგ პუტინს "ყასაბი" უწოდა

CNN

პოლონეთში უკრაინელ ლტოლვილებთან შეხვედრის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს "ყასაბი" უწოდა

ბაიდენმა თქვა, რომ მისი ცხოვრების განმავლობაში მსგავს ადგილებში არაერთხელ ყოფილა, თუმცა მას ყოველთვის აკვირვებს "ადამიანის სულის სიღრმე და სიძლიერე".

"ეს წარმოუდგენელია. შეხედეთ ამ პატარა ბავშვებს. მხოლოდ ჩახუტება მინდა. მინდა უბრალოდ მადლობა ვთქვა. ვგულისხმობ, რომ ეს ძალიან საამაყოა. თითოეულმა ბავშვმა თქვა რაღაც: ილოცე მამაჩემისთვის, ბაბუაჩემისთვის ან ჩემი ძმისთვის, რომელიც უკრაინაში იბრძვის. მახსოვს რას ნიშნავს, როცა ვინმე გყავს ომში. ყოველ დილით დგები ფიქრობ, ლოცულობ, რომ ტელეფონმა არ დარეკოს". – თქვა ბაიდენმა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები