საქართველო-უკრაინა

პაპუაშვილი: ოპოზიციას ვთავაზობთ, თითო პოლიტიკური ჯგუფიდან თითო წარმომადგენელი წამოვიდეს

ჩემი სურვილი იყო, რომ პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაცია ყოფილიყო მრავალპარტიული - გვქონდა საუბარი ოპოზიციის წარმომადგენლებთან. შეთავაზება გვქონდა, თანაბარი წარმომადგენლობა ყოფილიყო, თუმცა, არ იყო თანხმობა და შემდეგ, კვლავ შევთავაზეთ, რომ თითო პოლიტიკური ჯგუფიდან იყოს თითო წარმომადგენელი.

უმრავლესობამ თანხმობა განაცხადა, რომ არ გაზარდოს თავისი წარმომადგენლობა. ამ შემთხვევაში თანაბრობის პრინციპი დაირღვევა და ოპოზიციური უმრავლესობის დელეგაცია იქნება. თუმცა, გამომდინარე ამ ვითარებიდან, ეს შეთავაზება, ვფიქრობ, სწორი იყო და აქედან გამომდინარე, თხოვნა მექნება ოპოზიციის წარმომადგენლებთან, რომ დროულად მოგვაწოდონ საკუთარი კანდიდატები ამ დელეგაციისთვის.

მექნება კომუნიკაცია ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან, ვინაიდან ორგანიზაციულად გვესმის ყველას, რომ არ არის ადვილი ამ ვიზიტის ორგანიზება, არის საკმაოდ საჩქარო საკითხი. იმედი მაქვს, რომ დღის პირველ ნახევარში ჩვენ ეს საკითხი უნდა გავარკვიოთ და ველი ყველა პოლიტიკური ჯგუფის მონაწილეობას.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინაში ვიზიტზე. 

კომენტარები