რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბოკერია: პრობლემაა ენმ-ს და ლელოს სურვილი, იქცნენ რეჟიმის დემოკრატიულ ფასადად

ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიის უაღრესად მნიშვნელოვან მომენტში საქართველოს, სამწუხაროდ ჰყავს კოლაბორაციონისტ-პუტინისტური რეჟიმი, რომელიც საქართველოს ინტერესების დაცვის ნაცვლად, ჭაობიდან ჩვენი გასვლის შანსებს ზიანს აყენებს - რეალურად, ჩვენი ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო ასპარეზზე პუტინის საქმეს აკეთებს, რამდენადაც ეს შეუძლია საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით. ჩვენი გუნდის აზრით, ჩვენთვის განსაკუთრებული პრობლემაა საპარლამენტო ოპოზიციის მიერ გადადგმული ნაბიჯები - ვგულისხმობ ენმ-სა და ლელოს. მათი სურვილი, გააზრებული თუ გაუაზრებელი, რომ მათი ინიციატივებით ამ რეჟიმში დემოკრატიულ ფასადად იქცნენ, რომ შეალამაზონ ამ რეჟიმის არსი.   

ამის მაგალითი იყო და არის მათი სურვილი, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ერთი დელეგაციით წავიდნენ უკრაინაში, რომელიც იმყოფება ბოროტების იმპერიის აგრესიის ქვეშ. ამ პოლიტიკურ ჯგუფებს თითქოს აქვთ იგივე პოზიცია, რაც ევროპულ საქართველოს, რომ ეს არის პუტინისტური რეჟიმი, ეს არის მათი სიტყვები. თუ ისინი ასე თვლიან და თუ გულწრფელები არიან ამ შეფასებაში, აუხსნან საზოგადოებას, რატომ თვლიან პუტინისტურ-კოლაბორაციონისტული რეჟიმის დეკორაციად ყოფნას საჭიროდ ჩვენი ქვეყნისთვის. 

ევროპული საქართველოს თავჯდომარე, გიგა ბოკერია გამოეხმაურა საპარლამენტო ოპოზიციის, კერძოდ, ენმ-ს და ლელოს ფრაქციის ინიციატივას, ქართულ ოცნებასთან ერთად საერთო დელეგაციით გაემგზავრონ უკრაინაში.

კომენტარები