საქართველოში COVID-19-ით კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 24 862 ტესტი და დადასტურდა 266 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 348 ადამიანი.
დადებითობის დღიური მაჩვენებელია 1.07%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.71%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.43%.
ინფიცირების 266 ახალი შემთხვევიდან თბილისში 120 გამოვლინდა, აჭარაში - 11, იმერეთში – 45, ქვემო ქართლში – 20, შიდა ქართლში – 18, გურიაში – 11, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 15, კახეთში – 11, მცხეთა-მთიანეთში – 11, სამცხე-ჯავახეთში – 2, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 2.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 3 234, საიდანაც 378 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, ხოლო 2 856 - ბინაზე. რეანიმაციულ განყოფილებაში 86 პირი იმყოფება.
კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 652 235 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 632 194 პაციენტი და გარდაიცვალა – 16 781.