რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"ისევ ჩიხში დავბრუნდით" – პუტინი უკრაინასთან მოლაპარაკებაზე

Sputnik/Vladimir Smirnov

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, უკრაინასთან მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, რადგან მათ ომის დანაშაულებზე "ყალბი პრეტენზიები" წარმოადინეს და დამატებითი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვეს.

"ახლა უსაფრთხოების მოთხოვნებია საკითხი, ხოლო სევასტოპოლსა და დონბასზე ურთიერთობების მოწესრიგების საკითხები ამ შეთანხმებიდან ამოღებულია. ანუ, ისევ ჩიხში დავბრუნდით, როგორც ჩვენთვის, ასევე ყველასთვის.". – თქვა ვლადიმირ პუტინმა.

პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში "რუსულენოვანი ხალხის დასაცავად ოპერაციას" გააგრძელებს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში სამხედრო აგრესიის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ – მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქში 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.

კომენტარები