აშშ-სირია

ტრაპმის ადმინისტრაცია სირიას ტერორიზმის სპონსორ ქვეყანათა სიიდან იღებს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა თეთრ სახლში, 10 ნოემბერი, 2025
თეთრი სახლი

აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა სირია ტერორიზმის სპონსორ ქვეყანათა სიიდან იღებს. ტრამპმა ამის შესახებ კონგრესს აცნობა.

ამ გადაწყვეტილების საბოლოოდ ძალაში შესასვლელად კონგრესმა 45-დღიანი განხილვის პროცესი უნდა გაიაროს.

"მე დაგპირდით, რომ მოვხსნიდი ყველა დაბრკოლებას, რომელიც თქვენი ქვეყნის აღდგენას აფერხებს და ძალიან მალე აღდგენას საბოლოოდ შეძლებთ" - წერს ტრამპი სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაასადმი გაგზავნილ წერილში, რომელიც Reuters-მა მოიპვა.

"ამერიკულ კომპანიებს უკვე მზად არიან სირიაში ინვესტიციები ჩადონ და თქვენი ქვეყნა ისე გაძლიერდება და აყვავდება, როგორც არასდროს" - დასძინა ტრამპმა წერილში, რომელიც, აშშ-ს ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის განცხადებით, გუშინ ანკარაში გამართული შეხვედრის შემდეგ ალ-შარაას გადაეცა.

კომენტარები