ალტ-ინფო

ალტ-ინფო: სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგზე დასწრების უფლება არ მოგვცეს

ალტ-ინფო

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პუტინისტური მედიის, ალტ-ინფოს წარმომადგენლებს, 11 აპრილს სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგზე დასწრების საშუალება არ მისცა. ამის შესახებ არხის ჟურნალისტმა ალტ-ინფოს ეთერში გასულ სიუჟეტში ისაუბრა.

"აბსოლუტურად ყველა ჟურნალისტი შეუშვეს ჩვენ გარდა. აკრედიტაციაზე მოთხოვნა ჩვენმა პროდიუსერმა 3 საათით ადრე, როგორც კი პრეზიდენტის ბრიფინგი ჩაინიშნა, მაშინვე გადააგზავნა, თუმცა ყველა შეუშვეს და უკვე მეორე შემთხვევაა, როცა მე არ მიშვებენ კამერით. ასე ამბობენ, რომ სიაში არ ვარ, მაგრამ ჩემი პროდიუსერი პრესსამსახურის 3 თანამშრომელს ელაპარაკა და ახლა რომ ვეკითხები, გარბიან". - ამბობს ალტ-ინფოს ჟურნალისტი.

ტაბულა ინფორმაციის გადამოწმებას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცდილობს.

ალტ-ინფო არის პლატფორმა, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა 5-6 ივლისის ძალადობების წაქეზებასა და მათ გამართლებაში. ასევე, ალტ-ინფოს ერთ-ერთი დამფუძნებელი, ზურაბ მახარაძე იყო ერთ-ერთი, ვინც პრაიდის კვირეულის პირველ დღეს, 2 ივლისს გამართულ კონტრაქციას ხელმძღვანელობდა. ამას გარდა, ის პარლამენტის წინ აღმართული "ჯვრის დაცვის" აქციაზე, 9 ივლისს გამოდიოდა ძალადობისკენ მოწოდებებით. 

კომენტარები