რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კანადა რუსეთის თავდაცვის სექტორს სანქციებს უწესებს

framepool

11 მარტს, რუსეთის-უკრაინის ომის გამო, კანადამ რუსეთის თავდაცვის სექტორს სანქციებს დაუწესა. ახალი შეზღუდვები რუსეთის თავდაცვის სექტორიდან 33 ორგანიზაციას შეეხო, რომლებიც რუსეთის სამხედრო ძალებს ეხმარებოდნენ.

" ამ ორგანიზაციებმა რუს სამხედროებს ირიბი ან პირდაპირი დახმარება გაუწიეს. შესაბამისად, ვლადიმირ პუტინის უაზრო ომის თანამონაწილენი არიან, რომელმაც ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია. კანადა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად აგრძელებს სიტუაციის მონიტორინგსა და მოქმედებების კოორდინაციას". -  ნათქვამია განცხადებაში.

ომის დაწყებიდან კანადამ სანქციები 700-ზე მეტ ფიზიკურ პირს დაუწესა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები