კორონავირუსი საქართველოში

მინისტრი: ჯერჯერობით, შიდა სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულების მოხსნას არ განვიხილავთ

რამდენიმე კვირის წინაც ვთქვი, რომ ძალიან მალე იქნება [პანდემიის დასასრული]. ვიმედოვნებ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც ძალიან მალე გამოაცხადებს პანდემიის დასასრულს, როგორც წლების წინ გამოაცხადა პანდემიის დასაწყისი. დღეისთვის მნიშვნელოვნად გვაქვს გაუმჯობესებული ყველა პარამეტრი და კრიტერიუმი, რითაც იზომება პანდემია ქვეყანაში. ჰოსპიტალიზაცია მინიმუმამდე გვაქვს დაყვანილი. ასევე საკმაოდ შემცირებულია ინფიცირების გამოვლენის მაჩვენებელი. ვფიქრობ, ამ ტენდენციით, დასასრული შორს არ უნდა იყოს.

ერთადერთი შეზღუდვაა დარჩენილი, შიდა სივრცეებში პირბადის გამოყენება. ვაკვირდებით სხვა ქვეყნების ტენდენციებსაც. ჯერჯერობით, ზოგიერთი ქვეყანა ისევ ტოვებს შიდა სივრცეებში პირბადეს. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით ამას არ განვიხილავთ.

თქვა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა.

კომენტარები