ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი

გერმანია: ოკუპირებული ცხინვალის ე.წ არჩევნების კონსტიტუციურ, სამართლებრივ ჩარჩოს არ ვცნობთ

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ ცხინვალში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს განცხადებით ეხმაურება, სადაც ვკითხულობთ, რომ გერმანიის მთავრობა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს არ აღიარებს.

"ფედერალური მთავრობა მტკიცედ დგას საქართველოს გვერდით სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კუთხით საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ არ ვაღიარებთ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც გაიმართა 10 აპრილს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს "არჩევნები" და მისი შედეგი არაკანონიერია, ისევე როგორც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება, რომელიც არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას". – ვკითხულობთ განცხადებაში.

ოკუპირებულ ცხინვალში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ე.წ. პრეზიდენტობისთვის 5 კანდიდატი იბრძვის. მათ შორისაა ამჟამინდელი მარიონეტი ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი. ასევე, პარტია ნიხასის ლიდერი, დიმიტრი ტასოევი, ე.წ. პარლამენტის ვიცესპიკერი, ალექსანდრე პლიევი და ე.წ. დეპუტატი, გარი მულდაროვი.

ოკუპირებულ რეგიონში 32 000 ადამიანია რეგისტრირებული. ე.წ. საარჩევნო უბნები გახსნილია მოსკოვსა და ოკუპირებულ სოხუმშიც

კომენტარები