რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტები ხარკოვში ბომბებს პარაშუტით ყრიან – ქალაქის მერი

Суспільне

უკრაინის ქალაქ ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის თქმით, რუსეთის სამხედრო ძალებმა გასული 2 დღის განმავლობაში ქალაქის მასიური დაბომბვის დროს ბომბები პარაშუტით ჩამოყარეს.

მერმა ქალაქის მოსახლეობას მოუწოდა, არავითარ შემთხვევაში არ მიუახლოვდნენ მსგავს პარაშუტებს და მათ შესახებ სამაშველო სამსახურს აცნობონ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები