საქართველოს პარლამენტი

დავით ბაქრაძე, ნიკოლოზ სამხარაძე და ირაკლი ბერაია არგენტინაში ვიზიტს მართავენ – პარლამენტი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით არგენტინაში იმყოფება. დელეგაციაში ქართული ოცნების დეპუტატები ნიკოლოზ სამხარაძე და ირაკლი ბერაია, ასევე, ევროპული საქართველოდან წასული და ამჟამად დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ბაქრაძე შედიან.

საქართველოს პარლამენტის ცნობით, დელეგაციის წევრებმა "არგენტინელ კოლეგებს, საქართველოში განხორციელებულ რეფორმებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს".

გარდა ამისა, საქართველოს დელეგაციამ არგენტინის სენატის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

"არგენტინელმა კოლეგებმა დაგვიდასტურეს, რომ საქართველოს შემოდგომაზე ეწვევიან, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების განვითარებას, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ წელს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს აღვნიშნავთ“, - ამბობს ნიკოლოზ სამხარაძე.

კომენტარები