რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კულება: დონბასისთვის ბრძოლა მეორე მსოფლიო ომს მოგაგონებთ

დმიტრო კულება

"დონბასისთვის ბრძოლა მეორე მსოფლიო ომს მოგაგონებთ".- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ ბრუუსელში ვიზიტისას თქვა. მისი თქით, ის მოხდება"ძირითადი ოპერატიული მანევრებით და ათასობით ტანკით, თვითმფრინავითა და ჯავშანტექნიკით".

კულებამ მოკავშირეებს დახმარებისკენ მოუწოდა.

"ან დაგვეხმარებით ახლა - მე ვსაუბრობ დღეებზე და არა კვირებზე - ან თქვენი დახმარება ძალიან გვიან მოვა და ბევრი ადამიანი დაიღუპება".- ამბობს კულება. 

ბრიუსელში NATO-ს  საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ესწრება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, რომლებიც ერთობლივ შეხვედრას გამართავენ. 

ბრიუსელში იმყოფება ახლადდანიშნული საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილიც, რომელმაც TWITTER-ზე დაწერა, რომ კულებასთან ხანმოკლე საუბრის შესაძლებლობა მიეცა და მხარდაჭერა დაუდასტურა. 

კომენტარები