რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ავსტრალიამ რუსეთის დამატებით 67 მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა

ავსტრალიამ რუსეთის დამატებით 67 მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა. ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიხედვით, ჯამში, ომის დაწყებიდან ავსტრალიამ 600-მდე რუსეთის მოქალაქეს დაუწესდა.

სანქციებს შორის მოხვდნენ ცნობილი რუსი ბიზნესმენები და ასევე უფროსი სამხედრო და სამთავრობო მაღალჩინოსნები, მათ შორის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, დმიტრი გრიგორენკო, პოლიტიკოსი ალექანსდრ ბაბაკოვი და ეკონომიკის მინისტრი მაქსიმ რეშეტნიკოვი.

ახლად სანქცირებულთა შორის ასევე არის გენერალ-პოლკოვნიკი მიხაილ მიზინცევი, რომელსაც ბრალად ედება უდანაშაულო ადამიანების მკვლელობა და მარიუპოლის თეათრის დაბომბვა.

"სანქციების ბოლო რაუნდი მოჰყვა რუსეთის მიერ ბუჩასა და კიევის გარშემო, სხვა ქალაქებში ჩადენილი ომის დანაშაულების მტკიცებულებების გამოჩენას. ავსტრალია უმკაცრესად გმობს ამ სისასტიკეს". – წერია განცხადებაში

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. 

კომენტარები