კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ის 324 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დღიური დადებითობა 1.43%-ია

ბოლო 24 საათში საქართველოში COVID-19-ით არცერთი პაციენტი არ გარდაცვლილა. ეს 2020 წლის 27 სექტემბრის შემდეგ პირველი შემთხვევაა.

6 აპრილს ქვეყანაში ჩატარდა 22 625 ტესტი და დადასტურდა 324 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 721 ადამიანი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 1.43%, ბოლო 14 დღის მანძილზე -  2.32%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.9%.

ინფიცირების 324 ახალი შემთხვევიდან თბილისში 165 გამოვლინდა, აჭარაში - 11, იმერეთში – 37, ქვემო ქართლში – 13, შიდა ქართლში – 26, გურიაში – 23, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 19, კახეთში – 17, მცხეთა-მთიანეთში – 5, სამცხე-ჯავახეთში – 3, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 5.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 3 930, საიდანაც 426 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, ხოლო 3 504 - ბინაზე. რეანიმაციულ განყოფილებაში 116 პირი იმყოფება. 

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 650 708 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 629 987 პაციენტი და გარდაიცვალა – 16 765.


კომენტარები