კორონავირუსი საქართველოში

ბოლო 24 საათში საქართველოში Covid-19-ით არავინ გარდაცვლილა – 2020 წლის სექტემბრის შემდეგ პირველად

ბოლო 24 საათში საქართველოში Covid-19-ით არავინ გარდაცვლილა. ეს 2020 წლის 27 სექტემბრის შემდეგ პირველი შემთხვევაა. 

6 აპრილს ქვეყანაში კორონავირუსის 324 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 721 ადამიანი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 1.43%, ბოლო 14 დღის მანძილზე -  2.32%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.9%.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 3 930, საიდანაც 426 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, ხოლო 3 504 - ბინაზე. რეანიმაციულ განყოფილებაში 116 პირი იმყოფება. 

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 650 708 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 629 987 პაციენტი და გარდაიცვალა – 16 765.

კომენტარები