რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვუჰლედარში ოკუპანტებმა ჰუმანიტარული დახმარების პუნქტი დაბომბეს – დაიღუპა 2 ადამიანი

დონეცკის ოლქის ქალაქ ვუჰლედარში რუსმა ოკუპანტებმა ჰუმანიტარული დახმარების პუნქტი დაბომბეს. ოლქის გუბერნატორის, პავველ კირილენკოს კომენტარს უკრაინული მედია Unian-ი ტელეგრამზე ავრცელებს. 

კირილენკოს თქმით, ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 2 ადამიანი, 5 კი დაშავდა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები