ჩვენი ბრალი ვერ იქნება, თუ სამწუხაროდ, უკრაინა ჯერ კიდევ ჩემი იუსტიციის მინისტრობის პერიოდში გადაიქცა საქართველოდან გაქცეული კრიმინალების ნაკრძალად. ამიტომაც, მე ვისურვებდი, რომ უკრაინის მთავრობა არ აჰყვეს კრიმინალებს, მათ ნაამბობს, რაც არ უნდა ძნელი იყოს ომის პირობებში სიმართლისა და ტყუილის გარჩევა ხანდახან. ვისურვებდი, რომ ისინი არ აჰყვნენ სწორედ ჩვენგან გაქცეულ ძებნილ კოლექტიურ გია ლორთქიფანიძეებს, რომლებიც უარს ამბობენ ისეთ სისასტიკეებზე აგონ პასუხი, რომლებიც საკუთარი ხალხის წინაშე ჩაიდინეს და ითანაშრომლონ არა ჩვენგან გაქცეულ რადიკალურ ოპოზიციასთან, არამედ საქართველოს მთავრობასთან, ვინაიდან, საქართველოს ხალხი და მის მიერ დემოკრატიულად არჩეული მთავრობა არის უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ძალიან ერთგული მეგობარი, ამას ჩვენი ხალხი და მთავრობა ყოველდღიური საქმიანობისას ფაქტებით ამტკიცებს.
საქართველო-უკრაინა
წულუკიანი ვერეშჩუკს: ჩვენი ბრალი არაა თუ უკრაინა გაქცეული კრიმინალების ნაკრძალად გადაიქცა
tbl.ge/5y15
დაკოპირდა
კულტურის მინისტრი, ვიცეპრემიერი თეა წულუკიანი უკრაინის ვიცეპრემიერს ირინა ვერეშჩუკს მიმართავს და აცხადებს, რომ საქართველოს საზღვრები კონტროლდება და "დანარჩენი ყველაფერი არის ბინძური ტყუილი". ვერეშჩუკმა უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა რუსეთთან შეთანხმებულია საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე, ქართველ ხალხს მოუწოდა, "გააჩერეთ თქვენი ხელისუფლება და აუხსენით, რომ ამისგან არაფერი კარგი არ გამოვა".
ამავე თემაზე
- ვერეშჩუკი ქართველებს: გთხოვთ, გააჩერეთ თქვენი ხელისუფლება, არ დაუშვათ კონტრაბანდული იარაღი
- ვერეშჩუკი: ვერ ვიჯერებ, რომ ქართველები დაუშვებთ, იარაღი კონტრაბანდის გზით შევიდეს რუსეთში
- პარიზში უკრაინისა და საქართველოს თავისუფლების მხარდამჭერი მარში გაიმართება
- კალაძე: არ მინდა პოლემიკაში შევიდე დავით არახამიასთან, მინდა, უკრაინას მშვიდობა ვუსურვო
- პაპუაშვილი: კრიმინალების შეფარება აზიანებს ქართველების ნდობას ევროპული ღირებულებებისადმი