საქართველო-უკრაინა

წულუკიანი ვერეშჩუკს: საზღვრები კონტროლდება, დანარჩენი ყველაფერი ბინძური ტყუილია

რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ პატარა საქართველოს არ შეუძლია, შეაჩეროს ეს ომი, რომლის შეჩერებაც დიდმა და ძლევამოსილმა ქვეყნებმა დღემდე ვერ შეძლეს. მინდა, ქალბატონ ვერეშჩუკს ვუთხრა. ძვირფასო კოლეგავ, მინდა, გჯეროდეთ და გარწმუნებთ, საქართველოს საზღვრები კონტროლდება. ამის შესახებ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და ეს საზღვრები კონტროლდება სწორედ იმისთვის, რომ ნებისმიერი სანქცირებული, იქნება ეს სამხედრო, ორმაგი დანიშნულების მასალა, თუ საქონელი, არ ასცდეს მკაცრ საბაჟო მონიტორინგს ჩვენს საზღვრებზე. ეს არის რეალობა, დანარჩენი ყველაფერი არის ბინძური ტყუილი.

კულტურის მინისტრი, ვიცეპრემიერი თეა წულუკიანი უკრაინის ვიცეპრემიერს ირინა ვერეშჩუკს მიმართავს. ვერეშჩუკმა უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზერომლის მიხედვითაც, საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა რუსეთთან შეთანხმებულია საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე, ქართველ ხალხს მოუწოდა, "გააჩერეთ თქვენი ხელისუფლება და აუხსენით, რომ ამისგან არაფერი კარგი არ გამოვა".

კომენტარები