რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საბრძოლო ვითარება უკრაინაში 4 აპრილისთვის – ომის კვლევის ინსტიტუტის ანგარიში

კიევი, უკრაინა 
AP Photo/Vadim Ghirda

Institute for the Study of War-ის ბოლო ანგარიშის მიხედვით, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში მნიშვნელოვანი ტერიტორიული დაწინაურება ვერ მოიპოვეს. რუსეთის ქვედანაყოფები დონბასში პრობლემების წინაშე დგანან. ამასთან ერთად, უკრაინის სამხედრო ძალები ინარჩუნებენ პოზიციებს მარიუპოლში და განაგრძობენ ქალაქის დაცვას. რუსეთის მცდელობები, ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე ქვედანაყოფების აღმოსავლეთ ნაწილში საბრძოლველად გადაყვანა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ წარმატებას მიაღწევს. ამასთან ერთად, ხარკოვში განლაგებული რუსეთის სამხედრო ძალები ქალაქ სლოვიანსკში შეტევების განახლებას გეგმავენ, რათა დომბასში განლაგებულ ჯარებს დაუკავშირდნენ და უკრაინის სამხედრო ძალებს ალყა შემოარტყან. პირველ აპრილს, რუსეთის სამხედრო ძალებმა აიღეს იზიუმი. ამასთან ერთად, ბოლო სამი დღის განმავლობაში, აქტიურად ემზადებიან შეტევითი ოპერაციების გასაახლებლად, რაც გულისხმობს მარაგების შეგროვებას, ქვედანაყოფების შევსებას, იზიუმში დაზიანებული ხიდის შეკეთებასა და უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში სადაზვერვო მისიების ჩატარებას. რუსეთის ძალები, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში დაიწყებენ შეტევით ოპერაციებს სლოვიანსკის მიმართულებით.

რუსეთის სამხედრო ძალები, რომლებიც იზიუმიდან გადაადგილდებიან სლოვიანსკის ასაღებად, სავარაუდოდ, უკრაინის ომის ერთ-ერთი გადამწყვეტი ბრძოლა იქნება. ოკუპანტები ცდილობენ აღმოსავლეთ უკრაინაში ჯარების ალყაში მოქცევას, თუმცა ამისთვის აუცილებლად უნდა აიღონ სლოვიანსკი. თუ რუსეთის სამხედრო ძალები მიზანს მიაღწევენ, ისინი აღმოსავლეთ უკრაინაში წინსვლას შეძლებენ, რუბიჟნეში ქვედანაყოფებთან დასაკავშირებლად, ან უკრაინის სამხედრო ძალის ალყაში მოქცევის მიზნით, ჰორლივკასა და დონეცკის ოლქებისკენ გადავლენ. თუ ოკუპანტებმა სლოვიანსკის აღება ვერ შეძლეს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დონბასში რუსეთის შეტევებმა უკრაინის თავდაცვა დამოუკიდებლად გაარღვიოს, შესაბამისად ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონების სრულად აღების მცდელობები, სავარაუდოდ, წარუმატებელი იქნება.

რუსეთის დაზარალებული ქვედანაყოფები განაგრძობენ ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინიდან რუსეთში დაბრუნებას. ამასთან ერთად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ოკუპანტებმა ტერიტორიაზე პოზიციები გაამყარონ. უკრაინის სამხედროთა მტკიცებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსული VDV (საჰაერო სადესანტო ბრიგადა), რომელმაც დატოვა კიევი, რუსეთში, ბელგოროდში გადავიდნენ. მოცემულ ქვედანაყოფებს აკლიათ აღჭურვილობა. რუსეთის სამხედრო ძალებს, რომლებსაც დამატებითი სამხედრო პერსონალის დაქირავება დაევალათ, სავარაუდოდ, უარს იტყვიან ბრძოლაზე, ეს ფაქტი უკრაინის ბევრ ნაწილში აღინიშნა. მათ შორის, რამდენიმე ქვედანაყოფში, რომლებიც ჯერ საბრძოლო მოქმედებებში არ ჩართულან.

ISW-ს ძირითადი დასკვნები:

  • იზიუმში განლაგებული რუსეთის სამხედრო ძალები ცდილობენ  სამხრეთ-აღმოსავლეთ სლოვიანსკის მიმართულებით შეტევითი ოპერაციების დაწყებას, რათა დაუკავშირდნენ დონბასში სხვა რუსულ ძალებს და ალყა შემოარტყონ უკრაინელ დამცველებს.
  • დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ოკუპანტები აგრძელებენ მცირე პროგრესს და განიცდიან დიდ ადამინურ დაკარგს. ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინიდან ძალების დამატება ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეცვლის მდგომარეობას რუსეთის სასარგებლოდ.
  • სლოვიანსკის აღება და დომბასში უკრიანის ძალების ალყაში მოქცევა, ომის ერთ-ერთი გადამწყვეტი ბრძოლა იქნება. თუ რუსეთის სამხედრო ძალები სლოვიანსკის აღებას ვერ მოახერხებენ, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში უკრაინის ჯარის დამარცხებას ვერ შეძლებენ.
  • უკრაინის დამცველები ინარჩუნებენ პოზიციებს მარიუპოლში. ამასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებს, ქალაქის აღების მცდელობის გამო. 
  • ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის სამხედრო ძალებმა ხერსონის ოლქში წარმატებული კონტრშეტევები განახორციელეს.
  • ოკუპანტებმა თითქმის სრულად დატოვეს ჩერნიგოვისა და სუმის ოლქები და, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში ტერიტორიებს სრულყოფილად დატოვებენ.
  • რუსეთის სამხედრო ძალებმა, რომლებმაც დატოვეს კიევი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქვეყნის სხვა ტერიტორიაზე განლაგდებიან.

 უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ოკუპანტები აღმოსავლეთ უკრაინაში შეტევებისთვის მოსამზადებლად, სამუშაო ჯგუფის შექმნასა და სამეთაურო სტრუქტურების გაფართოებას ცდილობენ. ამასთან ერთად, უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, მე-20 მოტომსროლელი დივიზიის 33-ე, 255-ე და 294-ე პოლკების დანაკარგები ტექნიკისა და პერსონალის 40%-მდე დანაკარგს შეადგენს, ხოლო გადარჩენილი სამხედროები პირები პოზიციების დატოვებას ცდილობენ. უკრაინის სამხედრო დაზვერვის დირექტორის ინფორმაციით, მან მიიღო დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც რუსეთის სამხედრო ოფიცრები ქვედანაყოფებს დამატებით შვებულებას უნიშნავენ, ხელფასის გადახდის შეუძლებლობის გამო.

რუსეთის მცდელობები ქვედანაყოფების ჩანაცვლებასთან დაკავშირებით, ისევ უშედეგოდ მიმდინარეობს. გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში, სამხედრო პირების ნაკლებობის გამო, უმაღლესი სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებსა და მასწავლებლებს აგზავნის. უკრაინის ომში მოუმზადებელი ოფიცრებისა და საგანმანათლებლო პერსონალის გაგზავნა, მომავალი სამხედრო ოფიცრების განვითარებას შეუშლის ხელს. გენერალური შტაბის ინფორმაციით, კრემლმა დაიწყო “ფარული” მობილიზაცია, რაც 60,000 ადამიანის უკრაინაში გაგზავნას გულისხმობს. გენშტაბის მტკიცებით, კრემლი პრიორიტეტს რეზერვისტებს, რომლებსაც უკვე აქვთ საბრძოლო გამოცდილება, განსაკუთრებით კრასნოდარის მხარეში, პერმის ოლქში, დაღესტნის რესპუბლიკაში, ინგუშეთსა და კალმიაში.

კომენტარები