რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საბრძოლო ვითარება უკრაინაში 3 აპრილისთვის – ომის კვლევის ინსტიტუტის ანგარიში

კიევი, უკრაინა
AP Photo/Vadim Ghirda

Institute for the Study of War-ის ბოლო ანგარიშის მიხედვით, კიევის ბრძოლა უკრაინამ მოიგო. ამასთან ერთად, რუსეთის ძალები ასრულებენ ჯარების გაყვანის პროცესს, თუმცა ეს პროცესი შეთანხმებისამებრ არ მიმდინარებს. უკრაინის სამხედრო ძალები აგრძელებენ კიევის ოლქის გაწმენდას ოკუპანტების დანაყოფებისგან, რომლებიც რუსებმა უკან დახევის დროს უკან მოიტოვეს, მათ უკრაინის ოფიციალური პირები “დაკარგულ ორკებად” მოიხსენიებენ. რუსული ძალები ცდილობდნენ კიევის ირგვლის პოზიციების ორგანიზებულად დატოვებას მათ შორის, არტილერიითა და ნაღმებით მხარდაჭერილი ძალები. რუსული ჯარების ძირითადი ნაწილი გავიდა დნეპრის დასავლეთ-აღმოსავლეთ სანაპიროდან, მაგრამ არაორგანიზებულმა გასვლამ რუსეთის ჯარის ნაწილი უკრაინის ტერიტორიაზე დატოვა.

ომი ჯერ კიდევ არ დასრულებულა და მიმდინარე მოვლენებმა შეიძლება შეცვალოს რუსეთის სამხედრო ძალების მიმართულება, აღმოსავლეთ ევროპაში შეტევების წარმატებით განსახორციელებლად. ISW-ს ანგარიში მიხედვით, სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის ამჟამინდელი საუკუპაციო ხაზი საკმაოდ დიდი მოგებაა რუსეთის სამხედრო ძალებისთვის.

თუ სამშვიდობო შეთანხმება საზღვრებს ამჟამინდელი ფრონტის მდგომრეობის შესაბამისად გაავლებს, ოკუპანტები უკრიანაზე უფრო დიდი ზეწოლის მოხდენას შეძლებენ, ვიდრე ომამდე და ამასთან ერთად, უფრო დიდი რაოდენობის ჯარის შეკრების საშუალება მიეცემათ. ამრიგად, უკრაინის გამარჯვება კიევის ბრძოლაში მნიშვნელოვანია, მაგრამ გადამწყვეტი არაა.

რუსეთის მხრიდან ჯარების არაორგანიზებული გაყვანა მეტყველებს, რომ  ბელარუსსა და დასავლეთ რუსეთში კონცენტრირებული ქვედანაყოფები დიდი ხნის განმავლობაში ვერ ჩაერთვებიან საბრძოლო ქმედებებში.რუსეთის ჯარები, რომლებიც კიევიდან გაყვანის შემდეგ ხელახლა აღჭურვას ცდილობენ, დიდი ალბათობით უნდა გადაჯგუფდნენ, დაადგინონ, რომელი ქვედანაყოფებია ბრძოლისუნარიანი, მოაწესრიგონ აღჭურვილობა, შეაფასონ საბრძოლო მზადყოფნა და მოიკრიბონ ძალები სანამ საბრძლო ქმდებებისთვისა დაიწყებენ მზადებას. 

რუსეთის სამხედრო ძალები, სავარაუდოდ, სრულად ტოვებენ დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროსაც. ამასთან ერთად ჯარები ჩერნიგოვის გარშემო ჩრდილოეთით და ბროვარიდან აღმოსავლეთიდან ტოვებენ ტერიტორეიებს. ოკუპანტები, სავარაუდოდ, შეეცდებიან კონოტოპისა და სუმის ირგვლივ პოზიციების შენარჩუნებას, კიევის მახლობლად რეტროგრადული მოძრაობის დასასრულებლად, თუმცა, საბოლოო ჯამში, ხარკოვის დასავლეთით მდებარე თითქმის ყველა პოზიციიდან რუსეთში დაბრუნდებიან.

მოსკოვი ცდილობს სუმიდან გამოყვანილი ქვედანაყოფების კონცეტნრირებას აღმოსავლეთ უკრაინაში შეტევითი ოპერაციების გასაძლიერებლად, თუმცა ამის მისაღწევად სერიოზულ პრობლემებს აწყდება. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალები ძირითადად ომში დაბრუნებაზე უარს ამობობენ. გენშტაბის ინფორმაციით,  ბატალიონის ორი ტაქტიკური ჯგუფი (BTG), რომელიც ერთი კვირის წინ სამხრეთ ოსეთიდან დონბასისკენ გადაიყვანეს, ბრძოლაზე უარი თქვეს და ცდილობენ მათ უკან დაბრუნებას. გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის 31-ე ცალკეული საჰაერო სადესანტო ბრიგადის 25-მდე ჯარისკაცმა უარი თქვა ბრძოლაში ხელახლა შესვლის ბრძანებაზე. გენერალურმა შტაბმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის მე-3 მოტომსროლელთა დანაყოფის სხვადასხვა ეშელონის მეთაურებმა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე უარი თქვეს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინაში მნიშვნელოვანი ტერიტორიული დაწინაურება ვერ მოიპოვეს. ამასთან ერთად, ბრძოლები მარიუპოლში და იზიუმ-სევეროდონეცკის ღერძზე გრძელდება.

ISW-ს ძირითადი დასკვნები:

  • უკრაინამ კიევის ბრძოლა მოიგო და რუსეთის სამხედრო ძალები დნეპრის აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან არაორგანიზებულად ტოვებენ პოზიციებს.
  • ოკუპანტების მხრიდან კიევის ირგვლის პოზიციების დატოვება ნიშნავს, რომ მათ დიდი დრო დასჭირდებათ სანამ ბრძოლის ველზე შეძლებენ დაბრუნებას.
  • რუსეთის სამხედრო ძალების მხრიდან საბრძოლო ქმედებების არ შესრულების შემთხვევები გრძელდება, რამაც, შესაძლოა, ორი BTG-ს, რომლებიც ბოლო დღეებში სამხრეთ ოსეთიდან ჩამოვიდნენ, უკან გაგზავნა განაპირობოს.
  • უკრაინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობა, დედაქალაქი კიევით გრძელდება, თუმცა ომი ჯერ არ დასრულებულა და სიტუაცია შეიძლება ბევრჯერ შეიცვალოს.

კომენტარები