არჩევნები უნგრეთში

წინასწარი შედეგებით, უნგრეთში ვიქტორ ორბანს მეოთხე ვადით აირჩევენ

Akos Stiller/Bloomberg/Getty Images

წინასწარი შედეგებით, უნგრეთის პრემიერმინისტრს, ვიქტორ ორბანს მეოთხე ვადით აირჩევენ. მისი წინასაარჩევნო კამპანია ტრადიციულ ქრისტიანულ ღირებულებებს ეფუძნებოდა.

ეროვნული პარტიული სიის ხმების დათვლილმა 23%-მა აჩვენა, რომ ორბანის პარტია Fidesz ხმების 60%-ით ლიდერობას, მას მოსდევს ექვსპარტიული ოპოზიციური პარტიის ალიანსი 29%-ით. ამასთანავე, წინასწარი შედეგების მიხედვით, Fidesz პირველ ადგილს იკავებს უმეტეს ერთმანდატიან ოლქებში.

ორბანმა დაგმო რუსეთის უკრაინაში შეჭრა და მოსკოვის წინააღმდეგ ევროკავშირის არც ერთ სანქციას ვეტო არ დაადო. თუმცა, პრემიერმინისტრმა განმარტა,  რომ სანქციებს არ ეთანხმებოდა. ამასთანავე, ორბანმა აკრძალა უნგრეთის ტერიტორიის გავლით უკრაინაში იარაღის ტრანსპორტირება, რასაც პოლონეთში მისი მოკავშირეების კრიტიკა მოჰყვა.

მოქმედი პრემიერმინისტრი რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ომის მიმართ "ფრთხილ პოზიციას იკავებდა". მისი ბევრი ხანდაზმული, ღარიბი ამომრჩეველი, რომელიც დიდი ხანია მხარს უჭერდა ორბანის კონსერვატიულ სოციალურ პროგრამას, ოპოზიციას ბრალს ქვეყანის ომში "ჩათრევაში სდებდა".

თუ საბოლოო შედეგებით, ორბანი არჩევნებში გაიმარჯვებს, კრიტიკოსები თვლიან, რომ იგი "არალიბერალურ" სახელმწიფოს შექმნის და "დემოკრატიულ ნორმებს ძირს გამოუთხრის".

კომენტარები