რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტებს ადგილობრივები ალკოჰოლითაც წამლავენ – უკრაინა

Головне управління розвідки Міністерства оборони України

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, ქვეყნის მოქალაქეები ოკუპანტების მოწამვლას განაგრძობენ.

"უკრაინელები ოკუპანტებს ებრძვიან ყველა საშუალებით. ჩვენი მონაცემებით, იზიუმის რაიონის მაცხოვრებლები გაუმასპინძლდნენ რუსეთის ფედერაციის მესამე მოტომსროლელი დივიზიის შემადგენლობას მოწამლული ღვეზელებით.

ამას გარდა, მესამე მოტომსროლელი დივიზიის 500 სამხედრო მოსამსახურე საავადმყოფოში უცნობი წარმომავლობის ალკოჰოლით მოწამლული წევს". – ნათქვამია დაზვერვის განცხადებაში.

19 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელმა ბებიამ 8 რუსი სამხედრო ღვეზელებით მოწამლა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები