რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინელმა ბებიამ 8 ოკუპანტი ღვეზელებით მოწამლა – UNIAN

UNIAN

უკრაინული გამოცემა UNIAN-ის ინფორმაციით, უკრაინელმა ბებიამ 8 რუსი სამხედრო ღვეზელებით მოწამლა. გამოცემა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის მიერ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს ეყრდნობა, რომელშიც ოკუპანტებისა და ქალის საუბარი ისმის. 

"საჭმელი არაფერი გვაქვს, გუშინ იხვი მოიპარეს. მაღაზიებს ვბომბავთ. ვშიმშილობთ! ბებიამ ღვეზელი მოიტანა, 8 კაცი თუთიის კუბოთი დაბრუნდა". – ისმის ჩანაწერში.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები