რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების თავის არიდების ინსტრუმენტი არ ვიქნებით – ყაზახეთი

ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის კაბინეტის უფროსის პირველი მოადგილის, ტიმურ სულეიმენოვის თქმით, ყაზახეთი დაიცავს რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ ევროკავშირისა და აშშ-ს სანქციებს, არ იქცევა სანქციათა გვერდის ავლის ინსტრუმენტად. 

"ჩვენ დავიცავთ სანქციებს. მიუხედავად იმისა, რომ ვართ წევრი ევრაზიის ეკონომიკური კავშირისა, რომელიც აერთიანებს რუსეთს, ბელარუსსა და სხვა ქვეყნებს, ჩვენ ასევე ვართ საერთაშორისო საზოგადოების ნაწილი. ამიტომ, რაც ყველაზე ნაკლებად გვინდა, არის აშშ-ისა და ევროკავშირის მეორადი სანქციები ყაზახეთის წინააღმდეგ". - თქვა სულეიმენოვმა. 

პარალელურად, ყაზახეთი გააგრძელებს რუსეთში ინვესტიციებსა და მოსკოვისთვის ინვესტიციების მოზიდვას, რადგან, მისი თქმით,  "ყაზახეთის ეკონომიკა სხვანაირად ვერ მუშაობს". 

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, რიგმა დასავლურმა ქვეყნებმა და მათმა მოკავშირეებმა მოსკოვს სანქციები დაუწესეს. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები