რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: მარიუპოლს მიღმა, რუსეთის აგრესიას 153 ბავშვი ემსხვერპლა, 245-ზე მეტი დაშავდა

UNIAN

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში, მარიუპოლს მიღმა 153 ბავშვი დაიღუპა, 245-ზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისმა გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ 28 მარტის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლების ცნობით, მხოლოდ მარიუპოლში დაახლოებით 210 ბავშვია დაღუპული, მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დათვლა ახლა შეუძლებელია

ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა შემდეგ ოლქებში: კიევის - 73, დონეცკის - 65, ხარკოვის - 53, ჩერნიგოვის - 43, ლუგანსკის - 31, ნიკოლაევის - 30, ხერსონის - 29, ზაპოროჟიეს - 22, სუმის - 16, ჟიტომირის - 15. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები