საქართველო-უკრაინა

კობახიძე: ვუფრთხილდებით უკრაინის ხელისუფლებასაც, სამწუხაროდ, ეს მოფრთხილება ცალმხრივია

ჩვენ შეიძლება, გვქონდეს რაღაც ლოგიკური ახსნა და ალბათ, გვაქვს ჩვენი ვერსიები ამასთან დაკავშირებით, თუმცა, ერთი, რომ გარკვეულ უხერხულობებთან შეიძლება, იყოს დაკავშირებული ამ ვერსიებზე საჯაროდ საუბარი, და მეორე, ვითარება არ იცვლება, მიუხედავად იმისა, რომ გვქონდა უამრავი მცდელობა.

ვერ გეტყვით, არის რაღაცები, რაზეც გვაქვს ვარაუდები, თუმცა, ამაზე საჯარო საუბარიც არ ივარგებს, გამომდინარე იქიდან და მითუმეტეს, რომ საქმე ეხება იმ ხელისუფლებას, რომელიც დღეს არის ომის მდგომარეობაში. ჩვენ მაქსიმალურად ვუფრთხილდებით არამხოლოდ უკრაინის სახელმწიფოს და უკრაინელ ხალხს, და მაქსიმალურად ვცდილობთ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ვითარების გაუმჯობესებაში,  არამედ ჩვენ ვუფრთხილდებით უკრაინის ხელისუფლებასაც, მიუხედავად იმისა, რომ სამწუხაროდ, ეს მოფრთხილება არის ცალმხრივი წლების განმავლობაში, მაგრამ გვესმის, რომ ქვეყანა არის ომის მდგომარეობაში, ხალხი არის ომის მდგომარეობაში და აქ სხვა რამის უფლება ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის კითხვაზე, რატომ ვერ არწმუნებს მმართველი გუნდი უკრაინის ხელისუფლებას იმაში, რომ საქართველოში ბრალდებული და მსჯავრდებული ოპოზიციონერები უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებზე არ უნდა იყვნენ.

კომენტარები