რუსეთი

პუტინმა არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა

ვლადიმირ პუტინი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა არამეგობრულ ქვეყნებთან ბუნებრივი აირით ვაჭრობის განკარგულებას, რომელიც გულისხმობს, რომ გარკვეულ ქვეყნებს გაზს რუბლში მიყიდიან.

არამეგობრული ქვეყნების სიაში მყოფებს თუ სურთ რუსეთისგან ბუნებრივი აირის შეძენა, მათ აქ საბანკო ანგარიშების გახსნა მოუწევთ. ეს კანონი ძალაში 1-ელი აპრილიდან შევა. 

"არამეგობრული" ქვეყნებიდან თუ უარს იტყვიან ბუნებრივი აირის რუბლებში შესყიდვაზე, მათ გაზის მიწოდება შეუჩერდებათ.

გასულ კვირაში ვლადიმირ პუტინი გამოვიდა ინიციატივით, არამეგობრული ქვეყნებისთვის რუსეთს გაზი რუბლებში მიეყიდა. მან ასევე მთავრობასა და ეროვნულ ბანკს მოცემული გეგმის პრაქტიკაში განხორციელებისკენ მოუწოდა და საჭირო პროცედურებისთვის ერთი კვირა მისცა. 

გასულ დღეებში დიდი შვიდეულის ქვეყნების (G7) წარმომადგენელმა  თქვა, რომ G7-ის არც ერთი ქვეყანა არ მიიღებდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეთავაზებას და რუსეთისგან არ შეიძენდნენ ენერგორესურსებს რუბლით. 

რუსეთის ენერგორესურსების შეძენასთან დაკავშირებული პრობლემები მას შემდეგ გამწვავდა, კრემლმა უკრაინაში შეჭრა გადაწყვიტა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები