ოკუპირებული ცხინვალი

დავითულიანი ე.წ. რეფერენდუმზე: უნდა დაველოდოთ ასევე, რა რეაქცია ექნება რუსეთს

ბექა დავითულიანი
ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატი, ბექა დავითულიანი ამბობს, რომ ოკუპირებული ცხინვალის "რეფერენდუმზე" ხელისუფლებას რეაქცია რუსეთის რეაქციის შემდეგ ექნება. 

მისივე თქმით, საქართველომ "ეროვნული ინტერესებიდან" გამომდინარე უნდა იმოქმედოს და გაითვალისწინოს უსაფრთხოების მაღალი რისკები. 

"ჩვენ კიდევ ბევრ პროვოკაციას უნდა ველოდოთ სამწუხაროდ ამ მიმართულებიდან. ეს არ არის პირველი განცხადება ბიბილოვის და ე.წ სამხრეთ ოსეთი წარმომადგენლების მხრიდან რუსეთთან მიერთებასთან დაკავშირებით. 

ჩვენ უნდა დაველოდოთ ასევე, რა რეაქცია ექნება რუსეთს ამაზე. რუსეთის პოზიცია იქნება საქართველოს მიმართ კიდევ ერთი დამატებითი მესიჯი, რომელიც ჩვენს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ხელყოფასთანაა დაკავშირებული

უნდა ვიმოქმედოთ ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ყველა ჩვენს ხელთ არსებული რესურსით და ამავდროულად გავითვალისწინოთ უსაფრთხოების ის მაღალი რისკები და ვიმოქმედოთ მაქსიმალურად ფრთხილად".- ამბობს ბექა დავითულიანი. 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის რუსეთის ფედერაციასთან შეერთების რეფერენდუმი შესაძლოა მაის-ივნისში ჩატარდეს

30 მარტს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტმა ლიდერმა თქვა, რომ ჩატარდებოდა რუსეთთან შეერთების რეფერენდუმი.

"სამხრეთ ოსეთი იქნება რუსეთის ნაწილი – ზომებს მალე მივიღებთ" – თქვა ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტი პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი.

კომენტარები