რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: მარიუპოლს მიღმა, ოკუპანტების აგრესიას 144 ბავშვი ემსხვერპლა, 220-ზე მეტი დაშავდა

მარიუპოლს მიღმა, რუსი ოკუპანტების აგრესიას, ომის დაწყებიდან დღემდე, 144 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 220-ზე მეტი. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, რუსული აგრესიის შედეგად, ყველაზე მეტი ბავშვი [მარიუპოლს მიღმა] უკრაინის დედაქალაქ კიევში დაშავდა - 68,  ხარკოვში - 49, დონეცკი - 54, ჩერნიგოვი - 38, ნიკოლაევი - 30, ლუგანსკის - 28, ზაპოროჟიე - 22, ჟიტომირი - 15, სუმი - 15, ხერსონის ოლქში - 25.

დაბომბვის შედეგად დაზიანდა 773 სასწავლო დაწესებულება, მათგან 75 მთლიანად განადგურდა. ყველაზე მეტად ინფრასტრუქტურა დაზიანდა დონეცკში, ხარკოვში, მიკოლაივში, სუმიში, ხერსონში, და კიევში.

"მონაცემები საბოლოო არაა, რადგან დაბომბვის ადგილების შემოწმება აქტიური საომარი მოქმედებების ზონებსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეუძლებელია". – ვკითხულობთ უწყების  განცხადებაში.

გუშინ, 28 მარტს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის ხელისფლების ცნობით, მარიუპოლში 5 000 ადამიანი დაიღუპა, დაახლოებით 170 000 კვლავ რჩება ალყაში. დაღუპულებს შორის, დაახლოებით 210 ბავშვია. მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დათვლა ახლა შეუძლებელია. ბლოკადამდე 140 000-მდე ადამიანმა დატოვა ზღვისპირა ქალაქი. ბლოკადის შემდეგ 150 000 ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა, მათ შორის 71 235 ზაპოროჟიეში, დანარჩენი კი მიმდებარე სოფლებში.

მათივე ცნობით, რუსმა ოკუპანტება 30 000 ადამიანი იძულებით გადაიყვანეს უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ან რუსეთში. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები