საწვავის ფასი

პრემიერი: საწვავის გაიაფების მოთხოვნის აქციების უკან ნაციონალური მოძრაობა დგას

გუშინ ჩვენ ვნახეთ, რომ გარკვეული აქციები იქნა ორგანიზებული, რომლის უკან იდგა, პირდაპირ უნდა ვთქვათ, ნაციონალური მოძრაობა. მე მესმის, რომ ჩვენს მოქალაქებს ძალიან აწუხებთ ფასები და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ვართ დაინტერესებული, რომ რაც შეიძლება, შევუმსუბუქოთ ჩვენს მოქალაქეებს გაზრდილი ფასები და წნეხი, რომელიც მომდინარეობს ამ კრიზისებიდან.

ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, არის გამოწვევა ინფლაცია, ფასების ზრდა, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ყველგან და საქართველო, ბუნებრივია, ვერ იქნება გამონაკლისი, გამორიცხულია, იმიტომ, რომ ვართ პატარა ქვეყანა პატარა ეკონომიკით და მიერთებული ვართ მსოფლიოს. რაც ხდება ამერიკაში, ევროპაში, ჩვენზეც აისახება, პანდემია, რომელმაც თავდაყირა დააყენა მთელი მსოფლიო, ახლა დაემატა ეს ტრაგედია და ეს ომი, მეორე მსოფლიო ომის მერე არ ყოფილა ასეთი მასშტაბის ომი ევროპაში, ამას ბუნებრივია, ექნება გავლენა ყველაზე და ყველაფერზე, ფასებზე, ეკონომიკაზე, ინფლაციაზეც, ამას სჭირდება გააზრება და კარგად ახსნა

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სურს, მოქალაქეებს შეახსენოს, რომ "რომ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ინფლაციის მაჩვენებელმა არაერთ ქვეყანაში ათწლეულების რეკორდებს მიაღწია".

კომენტარები