რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: დღეს დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით 5 თავდასხმა წარმატებით მოვიგერიეთ

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, უკრაინელებმა დღეს დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით ოკუპანტების 5 თავდასხმა წარმატებით მოიგერიეს. 

ჯამში, კვირის მაძილზე უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტების 63 თავდასხმა მოიგერიეს. გაანადგურეს 80 ტანკი, 72 სამხედრო მანქანა, 19 საარტილერიო სისტემა, 14 თვითმფრინავი, ერთი შვეულმფრენი და ერთი საპატრულო ნავი.

26 მარტს, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული მართვის ხელმძღვანელმა, სერგეი რუდცკოიმ თქვა, რომ რუსეთის მიზანი უკრაინაში შეჭრისას დიდი ქალაქებზე თავდასხმა არ იყო და მთავარი ამოცანად დონბასის რეგიონის სრული გათავისუფლება რჩება.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები