რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ჰეზბოლა უკრაინაში რუსეთის მხარეს საბრძოლველად 800 მებრძოლს გზავნის – Новая газета

Anwar Amro/AFP/Getty Images

ლიბანური ტერორისტული დაჯგუფება ჰეზბოლა უკრაინაში რუსეთის მხარეს საბრძოლველად 800 მებრძოლს გზავნის. ინფორმაციას Новая газета ავრცელებს.

მათივე ცნობით, უკრაინაში ბრძოლისთვის ჰეზბოლას წევრებს 1 500 დოლარს გადაუხდიან. რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის წარმომადგენლებმა ჰეზბოლას მებრძოლებთან რამდენიმე შეხვედრა გამართეს. 800 მებრძოლიდან 200 ბელორუსის ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე 29 მარტს უნდა ჩავიდეს.

მედიის ცნობით, რუსები ჰეზბოლას მებრძოლებს ყველაზე გამოცდილი ბატალიონებიდან – ალ-აბასიდან და ალ-რადვანიდან იწვევენ. ტერორისტულმა დაჯგუფებამ რეკრუტირების ცენტრები რამდენიმე ქალაქში გახსნა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები