რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

Sergei Supinsky / AFP

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ის ქალაქ ირპინში იმყოფებოდა.

"უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ და კომუნიკაციაშია გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები". - ამბობენ უწყებაში. 

უკრაინაში 4 ქართველი მებრძოლი დაიღუპა - მანამდე ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპნენ გია ბერიაშვილი, დავით რატიანი და ბახვა ჩიქობავა.

ბერიაშვილი და რატიანი საქართველოში 24 მარტს ჩამოასვენეს - ჯერჯერობით, ვერ ხერხდება ბახვა ჩიქობავას ჩამოსვენება.  

კომენტარები