რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პესკოვი შოიგუზე: ძალიან ბევრი საზრუნავი აქვს, მედიასთან აქტიურობის დრო არაა

სერგეი შოიგუ, ვლადიმირ პუტინი და დმიტრი პესკოვი
dni.ru

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთის თავდაცვის მინისტრს,  სერგეი შოიგუს ახლა "ძალიან ბევრი საზრუნავი" აქვს და საჯაროდაც ამიტომ არ ჩანს. 

"თავდაცვის მინისტრს ახლა ბევრი საზრუნავი აქვს. სპეცოპერაცია მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ახლა არ არის მედიასთან აქტიურობის დრო, ეს სრულიად გასაგებია".- ამბობს პესკოვი. 

მან ასევე კომენტარი გააკეთა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე შოიგუს გულის პრობლემების შესახებ და  აღნიშნა, რომ არ არის საჭირო ისეთი გამოცემების მოსმენა, რომლებიც მსგაბს ცნობებს ავრცელებენ. 

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ საჯაროდ 11 მარტის შემდეგ არ გამოჩენილა.

11 მარტს შოიგუმ თურქეთის თავდაცვის მინისტრთან ხულუსი აკართან ტელეფონით ისაუბრა. ასევე უკრაინასთან ომში დაჭრილ რამდენიმე ჯარისკაცს ჯილდოები ცენტრალურ სამხედრო ჰოსპიტალში გადასცა. ეს ორი აქტივობა უკანასკნელია, რომელიც თავდაცვის სამინისტროს საიტზეა აღნიშნული. 

 

კომენტარები