რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ჯონსონმა ზელენსკის უთხრა, რომ ბრიტანეთი თავდაცვითი იარაღით დახმარების ზრდას გეგმავს

ვოლოდიმირ ზელენსკი და ბორის ჯონსონი
GOV.UK , 2020 წლის 8 აგვისტო

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ დიდი შვიდეულისა და NATO-ს შეხვედრებს გამოიყენებს, რათა არსებითად გაიზარდოს უკრაინის თავდაცვითი და ლეტალური დახმარება. 

"პრემიერმინისტრის თქმით, ის გეგმავს გამოიყენოს G7-ისა და NATO-ს შეხვედრები, რათა გაზარდოს ზეწოლა ვლადიმირ პუტინის რეჟიმზე და უკრაინის თავდაცვითი ლეტალური დახმარების გაზრდისთვის იმუშაოს პარტნიორებთან ერთად". - თქვა პრესსპიკერმა. 

პრემიერმინისტრის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ ბორის ჯონსონმა სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ დააფიქსირა უკრაინის შეიარაღებული ძალების სიმამაცითა და რუსეთის თავდასხმის მოგერიებაში მათი წარმატებით აღფრთოვანება. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები