რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის დეპუტატი და დრამატული თეატრის ხელმძღვანელი გაიტაცეს

რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ ხერსონის დეპუტატი, დრამატული თეატრის დირექტორი და აქტივისტი ალექსანდრ კნიგუ ხერსონის ოლქში არსებულ სოფელ ოლეშკიდან გაიტაცეს.

ინფორმაცია ამის შესახებ რადას ტელეგრამ არხზე ვრცელდება.

ასევე, 20 მარტს, ენერგოდარის მერის, დმიტრი ორლოვის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ქალაქსი ვიცე-მერი, ივან სამაიდუკი გაიტაცეს. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები